|
ჯგრააგ ბოგაშ
|
|
მე-13 საუკუნის
მეორე ნახევარში,როცა მთელი საქართველო მონღოლთა უღლის ქვეშ გმინავდა,სვანეთში სხვა
მრავალ საისტორიო წყაროების გვერდით შეიქმნა :,,მატიანე სუანეთისა კრებისაი“.ამ წყაროში
ზემო სვანეთის სხვა სოფლებთან ერთად პირველად არის
დაფიქსირებული
სოფელი ლახმალი.
სოფ.ლახმგლში
იმ დროს იდგა წმ.გიორგის (ჯგრააგ)სახელობის ეკლესია,რომელიც წყაროებში ,,ხიდის მთავარმოწამის ‘’სახელითაა ცნობილი.
აქ ინახება ლახმულდის
ოთხთავი ტყავის ყდით,რომელიც ამავე საუკუნით თარიღდება.
ცნობილია ისიც,რომ
ლახამულის წმ.გიორგის ეკლესიაში ფიცის დასადებად შორეული თემებიდან ჩამოდიოდნენ და
დამფიცებლებადაც ლახამულელები ჰყავდათ.
მეზობელი სოფლები
საუკუნეების განმავლობაში უდიდესი პატივით ხვდებოდნენ ლახამულის წმ.გიორგის ეკლესიას და ამ სოფლის მცხოვრებლებს,რომელთანაც
ჰქონდათ მოყვრობა,ნათესაობა და სხვა.
·
ჯგრააგ
ბოგეში დღესაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სალოცავია არა მარტო ლახამულელების,არამედ მთელი
ზემო სვანეთისთვის.
No comments:
Post a Comment